Accentnews.ge
დავითულიანი - სააკაშვილს: "ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე მოსვლას გონებაზე, თუ დაკარგა"

დავითულიანი - სააკაშვილს: "ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე მოსვლას გონებაზე, თუ დაკარგა"

18/11/2021 15:33:38 პოლიტიკა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ბექა დავითულიანი.

„პენიტენციურ სისტემას აქვს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება, რა თქმა უნდა, იქ აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება, გაეწევა მკურნალობა. [სააკაშვილს] ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე მოსვლას გონებაზე თუ დაკარგა.

პასუხისმგებლობა არის ორი მიმართულებით. ერთი - პენიტენციური სისტემა, რომელიც პასუხს აგებს პატიმრის ჯანმრთელობაზე. მეორე არის თავად პატიმარი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და რისკის ქვეშ აყენებს თავის თავს", - თქვა დეპუტატმა.

დავითულიანი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება რომელიმე პარტიაზე, დამნაშავის მიერ სასჯელის მოხდის შესახებ.

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ცოტა ხანში ექიმი რეანიმატოლოგი გააკეთებს კომენტარს მედიისთვის“, — ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, რომელიც მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტთან ციხეში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა და ის საკაცით აიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S