„თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ ბრძოლისთვის!“ – ოპოზიციის გეგმებში ცვლილებები შევიდა
18/11/2021 16:17:36 პოლიტიკა
4 ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილი აქცია გაუქმებულია. ხვალისთვის მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი განცხადება ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ გააკეთა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, ვისაც სჯერა, რომ მიმდინარე პროცესებში რუსეთია ჩართული და კლავს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, 15:00 საათისთვის რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ.
„სადისტური რეჟიმი მოქმედებაშია, სადისტური რეჟიმი არ ავლენს ელემენტარულ ადამიანურ ნიშნებსაც კი და ცდილობს, სისრულეში მოიყვანოს ამ ქვეყნისთვის დამღუპველი გეგმა. უარს არ ამბობს საკუთარ მანიაკალურ სურვილზე – დატყვევებული ადამიანი მოკლას. [...] ახლა საჭიროა სრული მობილიზება. თბილად ჩაიცვით და მოემზადეთ სამართლიანი, არაძალადობრივი ბრძოლისთვის, რომელიც აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით!“,– მიმართა მელიამ მხარდამჭერებს.
მისივე თქმით, სამომავლო გეგმებს დემონსტრანტებს აქციაზე გააცნობს.


