"2008 წელს ორი რუსი მფრინავი ჩამოვაგდეთ, უმკურნალეს და გადასცეს წყნარად რუსებს, მტერს"
18/11/2021 18:40:43 პოლიტიკა
მოშიმშილე დეპუტატის ელენე ხოშტარიას მამა გოგი ხოშტარია ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში.
"რა გახდა?! რას ითხოვს ელენე ხოშტარია უცნაურს? გადაიყვანეთ ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] საავადმყოფოში. ამაზე შიმშილობა უნდა დასჭირვებოდა? რა პრობლემაა? ორი რუსი მფრინავი ჩამოვაგდეთ 2008 წელს. პარაშუტით გადმოხტნენ, დაიზიანეს ხერხემალი. უმკურნალეს და გადასცეს წყნარად რუსებს, მტერს, რომელიც გვბომბავდა. აქ რა ამბავია?! განზე გადის პოლიტიკური სიმპატიები. სირცხვილია, როგორ ვჩანვართ გარეთ", – განაცხადა გოგი ხოშტარიამ "ფორმულას" ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე–16 დღეა, შიმშილობს.


