"სააკაშვილი არის ცუდად, კრიზი თუ განმეორდა, ასეთ მორიგ დარტყმას სააკაშვილი ვერ გადაიტანს"
18/11/2021 18:52:31 პოლიტიკა
ენმ–ის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, "ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის ცუდად.
"რომ არ ყოფილიყო რეანიმატოლოგი შემთხვევით, მისი გადარჩენა პრაქტიკულად იქნებოდა შეუძლებელი. შემდეგი ასეთი კრიზი თუ განმეორდა, ასეთ მორიგ დარტყმას, კოლაფსში ჩავარდნას - მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს. მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა და პირველადი დახმარება გაუწია. [...] კონტაქტური არის, მაგრამ საუბარი არ შეუძლია. კალიუმის ნაკლებობა რომ აქვს, აქვს ტკივილები გულმკერდის არეში, სტკივა ფეხები, კუნთები. ექიმმა თქვა, რომ გონების დაკარგვა გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს. ძალიან მცირე დრო გვაქვს", – განაცხადა დეკანოიძემ გლდანის ციხის სააადმყოფოში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.
მან ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, გადაიყვანონ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.
მისივე თქმით, ციხის სააადმყოფოში იყოფებიან "ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ისინი სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს ესაუბრებოდნენ.


