Accentnews.ge
გლდანის ციხის საავადმყოფოში იუსტიციის მინისტრი იმყოფება

გლდანის ციხის საავადმყოფოში იუსტიციის მინისტრი იმყოფება

18/11/2021 19:01:08 პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გლდანის N18 დაწესებულებაში იმყოფება. ადგილზე ასევე იმყოფებიან პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან ექიმის ინფორმაციით, სჭირდება მონიტორინგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S