Amnesty International: "თავდასხმები ომბუდსმენზე მიუღებელია"
18/11/2021 19:48:40 პოლიტიკა
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს ომბუდსმენისა და უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობას და მისი რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს.
"თავდასხმები საქართველოს ომბუდსმენზე, რომელიც ადამიანთა უფლებებს იცავს, მიუღებელია. მთავრობამ კი არ უნდა შეაფერხოს, არამედ პატივი უნდა სცეს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობას და მათი რეკომენდაციები, პრიორიტეტული გახდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, რეალობაში უნდა განახორციელოს", – აცხადებს Amnesty International.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თავდასხმისა და დაშინების მცდელობად შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება.


