„ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეთ სააკაშვილი ამ წყეულ სამოქალაქო კლინიკაში“
18/11/2021 20:05:57 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს მთავრობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
"ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ გადაიყვანეთ ის ამ წყეულ სამოქალაქო კლინიკაში. სააკაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს. შემოავლეთ ღობე პერიმეტრზე, თუ არეულობა გადარდებთ. უბრალოდ აიღე პასუხისმგებლობა და გააკეთე ეს", – წერს კელი სოციალურ ქსელში.


