Accentnews.ge
დენისოვა მთავრობას: "დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში"

დენისოვა მთავრობას: "დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში"

19/11/2021 06:34:06 პოლიტიკა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინონ საქართველოს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები და დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სათანადოდ აღჭურვილ საავადმყოფოში.

"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ექიმთა სპეციალიზებული კომისიის დასკვნა და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საავადმყოფოში, რომელიც სათანადოდაა აღჭურვილი გადაუდებელი რეანიმაციული ზომების უზრუნველსაყოფად და აკმაყოფილებს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებია გაწევის სტანდარტებს", - აცხადებს დენისოვა.

უკრაინის ომბუდსმენი ასევე მოუწოდებს სხვა ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობასა და მისი მესამე ქვეყნის კლინიკაში გადაყვანის შესახებ:

"მივმართავ უცხო ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო განაჩენის აღსრულების გადადების აუცილებლობის შესახებ მისი შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციამდე და მესამე ქვეყანაში ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე, რომელსაც აქვს ხანგრძლივი შიმშილობიდან გამოყვანის და სხეულის ფუნქციების აღდგენის რესურსები და გამოცდილება".

18 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან ექიმის ინფორმაციით, სჭირდება მონიტორინგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S