ნინო წილოსანი და გიორგი ამილახვარი ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდნენ
19/11/2021 08:30:59 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატები ნინო წილოსანი და გიორგი ამილახვარი პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდნენ.
დღეიდან ელენე ხოშტარია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანამდე მედიკამენტოზურ მკურნალობას წყვეტს და უარს ამბობს გადასხმებზე. იგი მე-17 დღეა, შიმშილობს.


