ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა
19/11/2021 09:05:51 პოლიტიკა
"გირჩის" წევრი ჰერმან საბო პარლამენტის დეპუტატი გახდა. მან ზურაბ ჯაფარიძე ჩაანაცვლა.
16 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტში კენჭი უყარეს ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას, რომელსაც 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტმა მანდატი შეუჩერა, ასევე "ლელოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძესაც.
2020 წლის საპარლამენტო არცევნების დროს "გირჩის" პარტიულ სიაში ჰერმან საბო მეხუთე ნომერი იყო შესაბამისად, ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ მის ადგილს საბო იკავებს.


