Accentnews.ge
გვარამია – აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: "როცა ადამიანის წამებას აქვს ადგილი, მისი სასამართლოზე მიყვანის მოწოდება, სულ მცირე, არაადეკვატურია"

გვარამია – აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: "როცა ადამიანის წამებას აქვს ადგილი, მისი სასამართლოზე მიყვანის მოწოდება, სულ მცირე, არაადეკვატურია"

19/11/2021 09:25:16 პოლიტიკა

"როცა ადამიანის წამებას აქვს ადგილი, მისი სასამართლოზე მიყვანის მოწოდება, სულ მცირე, არაადეკვატურია", – ასე ეხმიანება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების თაობაზე.

მისი თქმით, სიცოცხლეზე ღირებული და წამებაზე მძიმე არაფერია.

"როცა ადამიანის წამებას აქვს ადგილი, მისი სასამართლოზე მიყვანის მოწოდება, სულ მცირე, არაადეკვატურია. ზოგადად, გინდა სამართლიან სასამართლოზე და გინდა ნებისმიერ სხვა რამეზე. კაცს კლავს სისტემა - რა სასამართლო, რა სამართლიანი? სიცოცხლეზე ღირებული არაფერია და წამებაზე მძიმეც - არაფერი. ამიტომაც, უნდა დავფიქრდეთ კარგად, ვიდრე ყველა მიმართულებით ვიყვირებთ და გავშლით მესიჯებს. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ მკაფიო ჩვენს პრიორიტეტებში, რომ არ დავუტოვოთ სამოძრაო სივრცე არც ზედმეტად ფრთხილ მეგობრებს და არც ზედმეტად ნაძირალა მოწინააღმდეგეს", – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ამასთან, უწყება მოუწოდებს მთავრობას, უზრუნველყოს სააკაშვილის დასწრება მის სასამართლო სხდომებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S