Accentnews.ge
უკრაინა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს

უკრაინა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს

19/11/2021 10:03:47 პოლიტიკა

უკრაინა საქართველოს მთავრობას ქვეყნის მოქალაქის, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

კიევი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველჰყოს სააკაშვილი სათანადო სამედიცინო მომსახურებით და ამ მიზნით გადაიყვანოს მრავალპროფილურ კლინიკაში.

"უკრაინა კვლავაც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცულობის საკითხს და მის უკრაინაში დაბრუნებას", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები მუდმივ კავშირში არიან სააკაშვილის ოჯახის წევრებთან, ადვოკატებთან და უფლებადამცველებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S