ელისაშვილი– ხელისუფლებას: "გადაიყვანეთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა"
19/11/2021 10:23:49 პოლიტიკა
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ქართულ ოცნებას" ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს.
"არ ვიცი ხვდებიან თუ არა "ქართულ ოცნებაში", რომ ამ მთელ ისტორიაში სადიტური მიდრეკილების გარდა, სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს. ერთი კაცის იზოლირება რა პრობლემაა და მისი მხარდამჭერების მოგერიება?! წესით სახელმწიფო ვართ და რომ კითხო ჩვენ ძალოვნებს რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოგერიების გეგმებს ვადგენთ. გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა", – აცხადებს ელისაშვილი.


