Accentnews.ge
აშშ-ის ელჩი: "სახალხო დამცველის სამსახური კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს"

აშშ-ის ელჩი: "სახალხო დამცველის სამსახური კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს"

19/11/2021 10:51:18 პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგანი დადებითად აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას და ნდობას უცხადებს მის დასკვნებს.

ამასთან, დიპლომატი ამბობს, რომ ომბუდსმენი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს.

"სახალხო დამცველის ოფისზე ნებისმიერი თავდასხმა ან მსგავსი მცდელობა მიუღებელია. სახალხო დამცველი და მისი გუნდი ასრულებს იმ საქმიანობას, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ეს გულისხმობს თითოეული ადამიანის უფლების დაცვას და ამას აკეთებს მაღალ პროფესიულ დონეზე, მიუკერძოებლად, ზუსტად. მისგან მიღებული ინფორმაცია ასევე არის მიუკერძოებელი და ზუსტი. საზოგადოებაში არსებობს სწორი ინფორმაციის ნაკლებობა, რასაც ავსებს სახალხო დამცველი და მისი გუნდი. ისინი ნამდვილად შთამბეჭდავ საქმიანობას ეწევიან. შესაბამისად, გვაქვს დიდი ნდობა მათი დასკვნების მიმართ.

ამ ოფისის საქმიანობა იმსახურებს მხარდაჭერას და როგორც ადრე აღვნიშნეთ, კრიტიკის ნაცვლად იმსახურებს ქებას", - განაცხადა ელჩმა.

საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ ის კრიტიკულ ფაზაშია და საჭიროა მისი პოლიპროფილურ ჰოსპიტალში გადაყვანა.

დასკვნას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ფეიკი" უწოდა და მოსალოდნელ სავარაუდო პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S