"საქართველო იქცა სამხედრო ჰაბად”
19/11/2021 11:09:44 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი "ძალიან დიდ შედეგად" მიიჩნევს, რომ “ქვეყანა იქცა სამხედრო ჰაბად, რომელსაც გამოიყენებდნენ ნატოელი პარტნიორები” ავღანეთიდან ევაკუაციის დროს.
“2021 წელს ავღანეთში დასრულდა ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ და ქართველმა კონტინგენტმა, ხანგრძლივი, რთული და გამოწვევებით სავსე სამხედრო მისიის შემდეგ დატოვა ავღანეთი და დაუბრუნდა სამშობლოს. [...] ჩვენ ნატოელ პარტნიორებთან ერთად შევედით ოპერაციაში და გამოსვლის დროსაც ერთად ვიყავით და ეს არის ძალიან დაფასებული. თავად ის ფაქტი, რომ საქართველომ ძალიან დიდი როლი შეასრულა გამოყვანის ორივე ფაზაში, როგორც სამხედრო ოპერაციის, ისე სამოქალაქო ფაზაში, ეს ხომ ძალიან დიდი შედეგია?! [...] თუნდაც ის ფაქტი, რომ ქვეყანა იქცა ერთგვარ ჰაბად, სამხედრო ჰაბად, რომელსაც გამოიყენებდნენ ჩვენი ნატოელი პარტნიორები გამოყვანის დროს ან ის, რომ 15 აგვისტოდან დღემდე, ჯამში მოხდა 5 000-ზე მეტი პირის ევაკუაცია საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, მე ვფიქრობ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგია”,– განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა სტრატეგიული პარტნიორების მიმართ ერთგულება და კიდევ ერთხელ დაიმსახურა მაღალი შეფასება.


