Accentnews.ge
ენმ–ის ორგანიზებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს

ენმ–ის ორგანიზებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს

19/11/2021 11:37:37 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით რესპუბლიკის მოედანიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა.

ცოტა ხნის წინ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზეს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კერძოდ, მან გონება დაკარგა. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

სააკაშვილი აცხადებდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S