Accentnews.ge
"ჩვენს პასუხისმგებლობას, რომელიც ავიღეთ, პროტესტების არ გამართვაზე, მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში, ამას ვიზიარებთ სრულად"

"ჩვენს პასუხისმგებლობას, რომელიც ავიღეთ, პროტესტების არ გამართვაზე, მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში, ამას ვიზიარებთ სრულად"

19/11/2021 11:44:27 პოლიტიკა

ენმ–ის ლიდერი ხატია დეკანოიძე ეხმიანება იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის თაობაზე და აცხადებს, რომ "ახლა მთავარია, ყოფილი პრეზიდენტი გადარჩეს".

მისივე თქმით, "სრულად იზიარებენ პასუხისმგებლობას, რომელიც აიღეს პროტესტების არ გამართვაზე, მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში".

"ახლა მთავარია, სააკაშვილი გადარჩეს. მთავარია, რეაბილიტაციის კურსი გაიაროს სრული, მე ვერ გეტყვით, როგორია გორის ჰოსპიტალი, არ ვიცი მისი შესაძლებლობები, მაგრამ ის, რაც ვიცი არის ის, რომ ჩვენ ვენდობით ექიმებს და ყველა იმ დასკვნას, რომელსაც აკეთებენ ექიმები. ახლა მე არ შემიძლია, პოლიტიკური მკითხაობა, მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ახლა მთავარია, გადავარჩინოთ სიცოცხლე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გორის სამედიცინო ცენტრი არის კარგად აღჭურვილი, მთავარია, ნევროლოგიური მიმართულებით იყოს ყველანაირი აპარატურა, რაც არის საჭირო მისთვის. ამიტომ ჩვენ, ჩვენს პასუხისმგებლობას, რომელიც ავიღეთ, პროტესტების არ გამართვაზე, მათ შორის სამოქალაქო კლინიკაში, ამას ვიზიარებთ სრულად", – განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. გუშინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. კერძოდ, მან გონება დაკარგა. იგი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

სააკაშვილი აცხადებდა, რომ შიმშილობას შეწყვეტდა სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S