Accentnews.ge
კობახიძე განმარტავს, როდის იქნება გადაყვანილი სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში

კობახიძე განმარტავს, როდის იქნება გადაყვანილი სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში

19/11/2021 12:00:50 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისი თანხმობის შემთხვევაში მყისიერად გადაიყვანენ.

"არავითარი რეალური საფუძველი გორის ჰოსპიტალში გადასვლაზე უარის თქმისთვის არ არსებობს. [...] როგორც კი იქნება სააკაშვილის პასუხი, მყისიერად იქნება გადაყვანილი", – აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება ორ მთავარ საკითხს ეფუძნება – "ესაა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა".

"მთავარი მაინც არის ის ღირებულებები, რომელიც გვამოძრავებს: ეს არის ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ჩვენ ვნახეთ, რომ იყო გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივე ელენე ხოშტარიაა შემთხვევაში, რომელიც ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მიგვეღო კონკრეტული გადაწყვეტილება დაყოვნების გარეშე და დღეს იყო ზუსტად ის დრო , როდესაც დაყოვნების გარეშე იყო მისაღები ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება", – განაცხადა კობახიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S