Accentnews.ge
"გართულებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივე ხოშტარიას შემთხვევაში, აქედან გამომდინარე, უნდა მიგვეღო კონკრეტული გადაწყვეტილება დაყოვნების გარეშე"

"გართულებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივე ხოშტარიას შემთხვევაში, აქედან გამომდინარე, უნდა მიგვეღო კონკრეტული გადაწყვეტილება დაყოვნების გარეშე"

19/11/2021 12:02:59 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "მთავარი მაინც არის ის ღირებულებები, რომელიც ხელისუფლებას ამოძრავებს: ეს არის ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა".

მისივე თქმით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება ორ მთავარ საკითხს ეფუძნება – "ესაა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა".

"ჩვენ ვნახეთ, რომ იყო გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივე ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, რომელიც ორ კვირაზე მეტია, შიმშილობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მიგვეღო კონკრეტული გადაწყვეტილება დაყოვნების გარეშე და დღეს იყო ზუსტად ის დრო , როდესაც დაყოვნების გარეშე იყო მისაღები ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება", – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი თანხმობის შემთხვევაში მყისიერად გადაიყვანენ:

"არავითარი რეალური საფუძველი გორის ჰოსპიტალში გადასვლაზე უარის თქმისთვის არ არსებობს. [...] როგორც კი იქნება სააკაშვილის პასუხი, მყისიერად იქნება გადაყვანილი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S