"სანამ არ დავინახავთ, რომ სააკაშვილი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ"
19/11/2021 12:07:35 პოლიტიკა
"სანამ არ დავინახავთ, რომ სააკაშვილი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ", – ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ დემონსტრანტებს ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია იქნება სწორი და რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლე რომ ძვირფასია, პირველ რიგში, მისთვის, პირველ რიგში, მან იცის. მისი სიცოცხლე რომ დაკავშირებულია ამ სახელმწიფოს სტაბილურობასთან, ესეც ძალიან კარგად იცის. მე ზუსტად ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ. ამის შემდგ, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი, ამ ხელისუფლებას და ამ რეჟიმს არ ვენდობით. სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი საავადმყოფოში, არ უნდა დავიშალოთ. სანამ არ გადაიყვანენ და არ დავინახავთ, რომ ადამიანი არის საავადმყოფოში, ჩვენ უნდა ვიდგეთ აქ", – განაცხადა მელიამ.


