Accentnews.ge
ელენე ხოტარია შიმშილობას წყვეტს

ელენე ხოტარია შიმშილობას წყვეტს

19/11/2021 12:52:27 პოლიტიკა

„დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოტარია შიმშილობას წყვეტს.

როგორც ხოშტარიამ განმატა, გადაწყვეტილების მიღებამდე ექსპერტებთან გაიარა კონსულტაცია, დარწმუნდა, რომ გორის კლინიკა ადეკვატური სამედიცინო დაწესებულებაა, შესაბამისად, მისთვის მიხეილ სააკაშვილის ხსენებულ დაწესებულებაში უსაფრთხოდ გადაყვანა მისაღებია.

„ამ კრიზისულ ვითარებაზე გორში გადაყვანა არის საფუძველი ჩემი შიმშილობის შეწყვეტის. გავაგრელებ ბრძოლას, რომ ეს პროცესი დასრულდეს ბოლომდე, რომ ის იყოს გორში უსაფრთხოდ და გაგრძელდება სხვა ბევრი პოლიტიკური ამოცანა“,– განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვანი ეტაპია, ამიტომ, ის ელოდება ექიმს და მასთან კონსულტაციას.

„დავყვები ექიმის რეკომენდაციას“,– აღნიშნა ხოშტარიამ და დასძინა, რომ ახლა არის შანსი, გამოვიდეთ კრიზისული ვითარებიდან.

შეგახსენებთ, რომ ხოშტარიამ შიმშილობა სააკაშვილის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით 17 დღის წინ დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S