Accentnews.ge
ნინო ლომჯარია: "ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ჯერი უკვე სტრასბურგის სასამართლოზეა"

ნინო ლომჯარია: "ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ჯერი უკვე სტრასბურგის სასამართლოზეა"

19/11/2021 13:08:39 პოლიტიკა

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა სეწყვიტოს, „ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე“.

"ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, ვინაიდან, ექიმების თქმით, შიმშილობის გაგრძელება ამ ეტაპზე მაღალი ალბათობით, ლეტალურ შედეგს გამოიწვევს.

ხოლო ჯერი უკვე იქნება სტრასბურგის სასამართლოზე, რომელმაც უნდა შეაფასოს, შესთავაზა თუ არა სახელმწიფომ უსაფრთხო გარემო და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება პაციენტს, რომელიც დათანხმდა სასამართლოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტაზე. ყველაფერი დაბრუნდება სტრასბურგის სასამართლოს შემოთავაზებული გადაწყვეტილების ჩარჩოებში." - წერს სახალხო დამცველი “ფეისბუქში“, პირად გვერდზე იუსტიციის მინისტრის, განცხადების შემდეგ, რომელიც სააკაშვლისთვის გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანის შეთავაზებას ეხება.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მის მდგომარეობას ექიმები "კრიტიკულად" აფასებენ. 18 ნოემბრის საღამოს, ადვოკატებთან შეხვედრისას მან გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ, სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S