Accentnews.ge
„ლელო“ ბოიკოტის შეწყვეტას გეგმავს

„ლელო“ ბოიკოტის შეწყვეტას გეგმავს

19/11/2021 13:30:46 პოლიტიკა

როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურ ბოიკოტს შეწყვეტს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანით მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის რისკები მოიხსნება, რაც „ლელოს“ბოიკოტის მიზეზი იყო.

"რა თქმა უნდა, კრიზისის მიზეზი ბევრია, მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. არის უამრავი უმწვავესი საკითხი, რომელიც ქვეყანას აწუხებს და მოითხოვს გადაჭრას. ჩვენ ამისთვის გავგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S