Accentnews.ge
ხერხეულიძე – სააკაშვილზე: "არც გორი და არც ერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას"

ხერხეულიძე – სააკაშვილზე: "არც გორი და არც ერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას"

19/11/2021 15:13:21 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს "წინააღმდეგობა არ აქვს" გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით.

"მის შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი. ის განიცდის ამას, განსაკუთრებით ელენეს მდგომარეობას, რომელსაც რთულად აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ითვალისწინებს ამ პოზიციას, თავისთავად სურს, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას და ითხოვენ მის სამკურნალოდ გადაყვანას. ეს არ არის მისი არჩევანი, არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი აგრძელებს ბრძოლას. ის, რაც ყველას გვაღელვებს - საჭიროა, მან შეწყვიტოს შიმშილობა. მას აქვს ერთი პირობა, რისთვისაც დაიბარა უკრაინის კონსული და თავისი ადვოკატი, მათთან ერთად გაივლიან ტექნიკურ დეტალებს და ამასთან დაკავშირებით მოგახსენებენ პასუხს.

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს წინააღმდეგობა გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით არა იმიტომ, რომ მოხარულია, არამედ, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად გადაიყვანენ: მისთვის მნიშვნელობა აქვს, როგორ გაგრძელდება ბრძოლა ამ ქვეყანაში", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მის მდგომარეობას ექიმები "კრიტიკულად" აფასებენ. 18 ნოემბრის საღამოს მან გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ, სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 19 ნოემბერს მას გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანა სესთავაზეს. სააკაშვილის საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S