Accentnews.ge
გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ დღეს ქვეყანაში „მშვიდობა“ და „სტაბილურობაა“

გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ დღეს ქვეყანაში „მშვიდობა“ და „სტაბილურობაა“

19/11/2021 15:21:24 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ფიქრობს, რომ დღეს ქვეყანაში „მშვიდობა და სტაბილურობაა“. ამის შესახებ დეპუტატმა

პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის დროს განაცხადა.

„მადლობა უნდა გადავუხადოთ დიპლომატიური სამსახურის მთელ კორპუსს, ქვეყნისთვის თავდადებულ პატრიოტ ხალხს, რომლებმაც იციან თავის საქმე და იციან იმ მშვიდობის და სტაბილურობის ფასი, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყნაში გვაქვს“,– განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმი, ქვეყნის საგარეო კურსის კონტექსტში ხშირად არის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს, ქვეყანას არაფრისთვის მიუღწევია, ხოლო ხელისუფლების ამოცანაა, აღებული კურსი გააგრძელოს და ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს.

„თემა, რასაც ჰქვია საგარეო კურსი, იყო, არის და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება ექსპლუატაციის თემა, რომელიც ისე ჩამოყალიბდა, რომ, თითქოს, ამ პატარა ქვეყანას, დღეის მდგომარეობით, არაფრისთვის მიუღწევია, თითქოს არ არსებობს არც ჩვენი ევროკავშირის ასოცირებული წევრობა, არც თავისუფალი ვაჭრობა, არც თავისუფალი მიმოსვლა და საერთოდ, თითქოს ჩვენ ვართ იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც ხელს უშლიან თურმე დასავლური მიმართულების განვითარებას. ამ საკითხებთან დაკავშირებით პასუხიც აღარ არის გასაცემი და რასაც ვაკეთებდით, ის უნდა ვაკეთოთ და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გაცილებით მეტი გვექნება შედეგი", - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S