Accentnews.ge
ტიკარაძე: "გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი"

ტიკარაძე: "გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი"

19/11/2021 15:30:35 პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით, "გორის ჰოსპიტალი სრულად არის აღჭურვილი ყველა იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, რომელიც ესაჭიროება პაციენტს“.

"გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ MRT-ს აპარატი წყობიდან არის გამოსული, არ შეესაბამება სიმართლეს – ის ტექნიკურად გამართულია, მიმდინარეობს პროგრამული „აფდეითი“ და პაციენტს მიეწოდება ყველა ის სერვისი, რაც მას დასჭირდება [...მნიშვნელოვანი იყო უზრუნველყოფილი ყოფილიყო უსაფრთხოება, გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობას. ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, გააგრძელებენ მკურნალობას აქაც“.

მისი თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება რუსთავის და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებშიც მიეწოდებოდა, თუმცა გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილების მიზეზი, ქვეყანაში „შიმშილის ეპიდემიისა“ და დაპირისპირების დასრულებაა.

„გადაწყვეტილების მიზეზია ის, რომ მიღებული შიმშილობის ეპიდემია ქვეყანაში უნდა შეწყვეტილიყო, ასევე უნდა შეწყვეტილიყო ის დაპირისპირება, რომელიც იყო. ჩვენ გვაქვს ჰუმანური მიდგომა ყველა ადამიანის მიმართ. მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეთავაზებოდა პაციენტს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა.

სააკაშვილი დღესაც არ იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და სამომავლოდაც მას ეს რისკი არ უდგას. ის არის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ და უტარდება კვლევები. ის იმყოფება ინტენსიური დაკვირვების ქვეშ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S