Accentnews.ge
"სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე, ის იქ მოთავსებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას"

"სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე, ის იქ მოთავსებისთანავე შეწყვეტს შიმშილობას"

19/11/2021 17:00:32 პოლიტიკა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ. როგორც გვარამიამ განმარტა, სააკაშვილის ტრანსპორტირება "მოგვიანებით" განხორციელდება, თუმცა კონკრეტულ დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S