დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს
19/11/2021 17:25:24 პოლიტიკა
პარლამენტის შენობაში მოშიმშილე შვიდმა დეპუტატმა პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტა. საფუძვლად საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანხმობა სახელდება, მიიღოს შეთავაზება, გადავიდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში და შეწყვიტოს შიმშილობა.
როგორც აკაკი მინაშვილმა განაცხადა, ამჯერად მიზანი, რომ დაცული იყოს სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის საკითხი, მიღწეულ იქნა, თუმცა ბრძოლა ამით არ დასრულებულა.
„ძალიან მნიშვნელოვან, მთავარ და გადამწყვეტ ეტაპზე ვართ, რათა ქვეყანაში დამკვიდრდეს ცვლილებები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ იყოს სამართლიანი გარემო და ეს არის ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიან გარემოში. ამისთვის ბრძოლა გრძელდება“– განაცხადა მინაშვილმა.


