გიორგი ბარამიძემ შიმშილობა შეწყვიტა
19/11/2021 18:55:48 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ფეისბუქში", პირად გვერდზე წერს.
„შევწყვიტე. თავისუფლება მიშას! თავისუფლება საქართველოს! ბრძოლა გრძელდება ბოლომდე - ქართველი ხალხის გამარჯვებამდე!“ - წერს გიორგი ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 14 ნოემბერს დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მის მდგომარეობას ექიმები "კრიტიკულად" აფასებენ. 18 ნოემბრის საღამოს მან გონება დაკარგა. ამ შემთხვევის შემდეგ, სააკაშვილი გლდანის საპატიმრო დაწესებულების კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 19 ნოემბერს მას გორის სამხედრო კლინიკაში გადაყვანა შესთავაზეს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, მესამე პრეზიდენტი გორში გადაყვანას დასთანხმდა, თუმცა ზუსტი დრო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე არ სახელდება.
დღეს შიმშილობა შეწყვიტეა ელენე ხოტარიამ და რეაბილიტაციის კურსს კლინიკაში გაივლის. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს რუსთავის საკრებულოს წევრებმა და პარლამენტის დეპუტატებმა.


