Accentnews.ge
"ალტ-ინფოს" პარტიის აკრძალვა შესაძლებელია, მისი არსებობა სირცხვილია"

"ალტ-ინფოს" პარტიის აკრძალვა შესაძლებელია, მისი არსებობა სირცხვილია"

20/11/2021 11:36:53 პოლიტიკა

სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე პრორუსული და ძალადობრივი პარტიის, ალტ-ინფოს აკრძალვის სამართლებრივ გზებზე ლაპარაკობს.

მისი თქმით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გზით და ამ პროცესის ინიცირება შეუძლია პრეზიდენტს, მთავრობას და 30 დეპუტატს.

"ამ ხალხმა მოაწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე - 5 ივლისი, სადაც ადგილი ჰქონდა ძალადობის არათუ პროპაგანდას, არამედ მასობრივ ორგანიზებულ ძალადობას.

ამ პარტიის თავმჯდომარე არის პირი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ არ სჯის მას ჩვენი შსს და პროკურატურა.

ვინც არ გაასაჩივრებს ამ პარტიას და მის აკრძალვას არ მოითხოვს, ჩემთვის მათი ირიბი მოკავშირე და მხარდამჭერი იქნება.

რუსეთი ოკუპანტია და ამ პარტიის არსებობა ეროვნული სირცხვილია, ყველაფერთან ერთად". - წერს გიორგი ბურჯანაძე.

პრორუსულმა ჯგუფმა "ალტ-ინფომ" პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა" დააფუძნა.

"რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ რუსეთს, როცა იქ ჩავალთ? ყველაფერი იქნება თქვენთან შეთანხმებული და დეკლარირებული. სათქმელი გვაქვს კონკრეტული: თუ რუსეთის ფედერაციას მართლა უნდა საქართველოსთან მოკავშირეული მდგომარეობა, ჩვენ მზად ვართ, არათუ პირდაპირი და უპირობო დიალოგი დავიწყოთ, არამედ ვიმუშაოთ, რომ რუსეთის ფედერაციასთან დავალაგოთ პარტნიორული და მოკავშირეული ურთიერთობა". - თქვა პარტიის თავმჯდომარედ არჩეულმა ზურაბ მახარაძემ ყრილობაზე.

მახარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S