Accentnews.ge
დღეიდან "ლელო" ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

დღეიდან "ლელო" ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება

22/11/2021 05:39:03 პოლიტიკა

დღეიდან "ლელო" ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო საქმიანობას უბრუნდება. მიზეზი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნაა.

"ლელო წყვეტს ბოიკოტს, ვინაიდან ეს ბოიკოტი გამოცხადებული იყო ერთი ძირითადი მიზნით, რაც იყო სააკაშვილის ადეკვატურ ჰოსპიტალში გადაყვანა, რადგანაც ეს მიზანი შესრულებულია, ჩვენ ამ მომენტისთვის ვწყვეტ საპარლამენტო ბოიკოტს და გავაგრძელებთ საპარლამენტო შრომას. იმავე დროს ჩვენ ვაგრძელებთ ოპოზიციურ ბრძოლას ყველა ჩვენ სხადასხვა კოლეგასთან ერთად მათ შორის საპროტესტო აქციებზე, საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებით, საკრებულოების გამოყენებით, უკლებლივ ყველა მექანიზმის გამოყენებით", - განაცხადა პარტიის წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს დეპუტატებმაც, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S