Accentnews.ge
"ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს"

"ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს"

22/11/2021 07:26:33 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ნარკომანიასთან“ ბრძოლის მიზნით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მე ვიცი, რომ ბოლო პერიოდში, მოგეხსენებათ, საკმაოდ ლიბერალური გახდა კანონმდებლობა ნარკომანიის მიმართულებით და ჩვენი ახალგაზრდები, ნაცლვად იმისა, რომ დასაქმდნენ სპორტით, ისწავლონ, იმუშაონ, არიან დაკავებული მავნე ნივთიერებების მოხმარებით [...] ამიტომ, უნდა გამკაცრდეს, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვაც. ამის თაობაზე გვექნება დამატებითი საუბარი. მე პირადად გავაკონტროლებ აღსრულების პროცესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S