Accentnews.ge
პრემიერი: "ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას"

პრემიერი: "ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას"

22/11/2021 07:42:35 პოლიტიკა

პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წავა.

"რამდენიმე კვირის წინ გავავრცელეთ ჩვენ ინფორმაცია, რომ საქართველომ მიიღო მოსაწვევი პრეზიდენტ ბაიდენისგან დემოკრატიის სამიტზე. ახლა უკვე ჩვენ მივიღეთ ოფიციალური მოსაწვევიც ქალბატონი პრეზიდენტის სახელზეც და ჩვენი გადაწყვეტილებით, ქალბატონი პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის სახელით აღნიშნულ დემოკრატიის სამიტზე, რომელიც გაიმართება 10 დეკემბერს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გუშინ, 21 ნოემბერს ამერიკულმა გამოცემამ politico–მ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წერილი გამოაქვეყნა. წერილში სააკაშვილმა ბაიდენს მოუწოდებს, არ მიიწვიოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დემოკრატიის სამიტზე. მისი თქმით, "ეს "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიული მისწრაფებების ლეგიტიმაციაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S