გიული ალასანია გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა: "გუშინ არ შემიშვეს, დღეს ველოდები პასუხს"
22/11/2021 08:40:19 პოლიტიკა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ლიზა იასკო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე იმყოფებიან.
„გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს. იყო დაპირება, რომ უნდა შევეშვი, ახლა ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, თუმცა ჩემს ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, - განაცხადა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე და თავისუფალი მკურნალობის ინიციატივით გამოდის.
„იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად", - აღნიშნა ყიფშიძემ 20 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში.


