Accentnews.ge
"ვარდების რევოლუციის" გმირი რომ გისოსების უკან წევს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი"

"ვარდების რევოლუციის" გმირი რომ გისოსების უკან წევს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი"

22/11/2021 09:40:37 პოლიტიკა

"ვარდების რევოლუციის" გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი", - ამის შესახებ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, თუმცა მდგომარეობა და პირობები გაუმჯობესებულია და შედარებაც არ შეიძლება იმ ვითარებასთან, რაც გლდანის ციხის საავადმყოფოში იყო:

"ექიმები აკეთებენ ყველაფერს რაც შეუძლიათ და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე".

როგორც ალასანია აცხადებს, პალატაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ფანჯრის გაღების უფლება მისცეს, თუმცა ფანჯარას გისოსები აქვს, რაც ძალიან დამთრგუნველია.

"გაღებულია ოღონდ იმ სარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს რომ გავიხსენოთ რა თარიღია ხვალ, ამის ფონზე, ძალიან დამთრგუნველი და არაბუნებრივი სრულიად. არის ეს ნორმალური ვითარება? არ არის", – ამბობს ალასანია

რაც შეეხება სასჯელის გადავადებას, გიული ალასანიას თქმით, ამ თემაზე არ უსაუბრიათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S