Accentnews.ge
წალენჯიხის მერი: "შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო"

წალენჯიხის მერი: "შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო"

22/11/2021 10:37:28 პოლიტიკა

შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო, - ამის შესახებ წალენჯიხის ახლად არჩეულმა მერმა გია ხარჩილავამ განაცხადა, რომელიც მუშაობას დღეიდან შეუდგება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გია ხარჩილავა მერიაში მოადგილესთან, თამარ ბელქანიასთან ერთად მივიდა. ისინი ყოფილ მერს, ბესიკ ფარცვანიას შეხვდნენ და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრეს.

„შედგება კოალიციური მთავრობა, რაც ჩვენი წინასაარჩევნო ხედვა იყო. ამასთან, კვირის განმავლობაში გავმართავთ პრეზენტაციებს თვითმმართველობის მუშაობის ხედვებსა და მიმართულებებზე. იქნება მუშაობა ადგილობრივებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს ძალიან სწრაფად მოხდება, რადგან ჩვენ ნათლად ვხედავთ მუნიციპალიტეტის განვითარებას“, - ამბობს ხარჩილავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S