კახა ლომაია გორის ჰოსპიტალში მივიდა: "ჩამოვედი ჩემი მეგობრის სანახავად"
22/11/2021 11:42:45 პოლიტიკა
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ცოტა ხნის წინ განათლების ყოფილი მინისტრი, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი კახა ლომაია მივიდა. მას პოლიტიკური შეფასებები და განცხადებები არ გაუკეთებია.
"შემიძლია გითხრათ, რომ ჩამოვედი ჩემი მეგობრის მიხეილ სააკაშვილის სანახავად. თუ ეს შესაძლებელი იქნება და ჰოსპიტალში შევძელი შესვლა, ვნახავ, მხოლოდ ეს შემიძლია, გითხრათ", - განაცხადა კახა ლომაიამ.


