"ახლა მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას სააკაშვილი თავისუფლებაზე მიიღებს"
22/11/2021 11:56:17 პოლიტიკა
"ახლა მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ რეაბილიტაციას და სამედიცინო მომსახურებას მიხეილ სააკაშვილი მიიღებს თავისუფლებაზე, - ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, "აღნიშნულ ჰოსპიტალში არ არის ცუდი პირობები, თუმცა ეს მაინც არის ერთი ოთახი საპატიმროში, სადაც ფანჯარაც კი არ იხსნება და ეს გავლენას ახდენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე":
"სამწუხაროდ, მე ვხედავ, რომ ის სუსტადაა. [...] ვფიქრობ, ბევრი დრო დასჭირდება ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლავ აღსადგენად. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტის გზების მოძებნა მისი სამედიცინო რეაბილიტაციის თვალსაზრისით, რაც, რა თქმა უნდა, თავისუფლებაზე უნდა მოხდეს. გააგრძელეთ ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის - ეს მისი მთავარი გზავნილებია, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, მე მაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახლა მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ რეაბილიტაციასა და სამედიცინო მომსახურებას ის მიიღებს თავისუფლებაზე".


