"საჭიროა, ხალხმა იზეიმოს ახალი წელი, იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდი, რაც იყო, გავატანოთ წარსულს"
22/11/2021 12:02:05 პოლიტიკა
"აუცილებლად, საჭიროა, რომ ხალხმა იზეიმოს ახალი წელი, იმისთვის, რომ ყველაფერი ცუდი, რაც იყო გავატანოთ წარსულს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დედაქალაქში იქნება საახალწლო სოფელი და კონცერტები:
"ახალი იმედებით, ახალი შემართებით, ახალი ენთუზიაზმით ველოდებით მომავალ წელს. იქნება ძალიან ლამაზი ახალი წელი, მორთული იქნება ჩვენი დედაქალაქი, იქნება საახალწლო სოფელი, კონცერტები, იქნება სასიამოვნო დღეები, როგორც პატარებისთვის, ყველა თაობისთვის“.


