Accentnews.ge
"ღარიბაშვილს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნდა იმ პერიოდში იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ივანიშვილი სასამართლო პროცესზე საუბრობდა"

"ღარიბაშვილს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნდა იმ პერიოდში იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ივანიშვილი სასამართლო პროცესზე საუბრობდა"

22/11/2021 12:40:11 პოლიტიკა

ვადასტურებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი კომპეტენცია იმ პერიოდში არ გააჩნდა იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და სასამართლოს ჩვენებას აძლევდა,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა სწორად დაახასიათა ღარიბაშვილის საქმიანობა.

"2011 წლიდან ვიცნობ ირაკლი ღარიბაშვილს და იგი საკმაოდ ღირსეულად მუშაობდა და მისი საქმიანობა "ქართუ ჯგუფში" ეფექტური იყო, მაგრამ ვადასტურებ, რომ არანაირი კომპეტენცია იმ პერიოდში არ გააჩნდა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა და სასამართლოს ჩვენებას აძლევდა. მე არ ვიცი, რამ წარმოშვა ეს საკითხი, მაგრამ დახასიათება იმ პერიოდის ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობისა და არა პიროვნებისა, ზუსტად ეგ არის, რომ მას ხელი არ მიუწვდებოდა იმ საკითხებზე, რაზეც სასამართლოშია საუბარი", - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის: ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ბერმუდის სასამართლოში შვეიცარიულ ბანკთან დავის ფარგლებში დისტანციურად აძლევდა ჩვენებას, ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილზე ისაუბრა. "ფორმულას" ცნობით, "ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილს არ ჰქონდა არც იურიდიული განათლება და არც ფინანსური, რომ “კრედიტ სუისთან” გაფორმებული ხელშეკრულებები გადაემოწმებინა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S