"ახლა დგება მთავარი თემა, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი"
22/11/2021 13:39:23 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, პოლიტიკურ დღის წესრიგში ახლა დგება მთავარი თემა – ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი.
„მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადმოყვანა არ არის ის გზა, რისთვისაც ქვეყანაში შემოსვლისას მისი მცდელობა იყო გაცხადებული. მოგეხსენებათ, მისი სურვილია პოლიტიკურ საქმიანობაში სრულფასოვანი ჩართვა. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, სასამართლოებით მიმართოს ხალხს. არ აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეს ხალხთან. ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი. პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ეს საკითხი. ამ საკითხებთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. ჩემი მიზანი იყო, მიხეილ სააკაშვილს მიეღო მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი ხედვა არის ერთი მოქალაქის ხედვა და მიდის მსჯელობა სამართლებრივ საკითხებზე“, – აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.


