„ლელოს“ ქმედებები ძალიან არათანმიმდევრული და ალოგიკურია"
22/11/2021 14:43:59 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია „ლელოს“ ფრაქციის მიერ საპარლამენტო ბოიკოტის დასრულებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ლელოს“ ქმედებები არათანმიმდევრული და ალოგიკურია.
„პარლამენტში შევიდა ოპოზიციის ნაწილი, ვინც ხელი მოაწერია იმისთვის თითქოს, რომ მომხდარიყო საარჩევნო რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა და წარმატებას მიეღწიათ რეფერენდუმისთვის. ეს იყო მთავარი საკითხები. თუ მეტყვიან აქედან რომელი შესრულდა მათი აზრით, რის გამოც თქვეს რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ, მაშინ მე ჩავთვლი რომ მე ვცდები და ისინი მართლები არიან. მათი საქციელი სამწუხაროდ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის სრულიად ოპოზიციაზე ვრცელდება. მთავარი პრობლემა მოქალაქის მოტყუებაა. შენ თვითონ არ გჯერა იმის, რასაც ეუბნები და მეორე წუთას იმ წამსვე ნათელია, რომ ცრუობ. თავის დროზე არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდნენ იმ რიგი მიზეზების გამო, რაც ჩამოვთვალე, მერე ეს არ მოხდა, მაგრამ მაინც იქ რჩებიან, არ ვიცი რა მოსაზრებით. ამას გარდა, ბატონმა ხაზარაძემ, ლიდერმა ტაში მოწყვიტა იქ შეკრებილ ადამიანებს, მე გავდივარ პარლამენტიდანო. ეს საქციელი სრულიად არათანმიმდევრული, არალოგიკური და ძალიან ცინიკური დამოკიდებულების მაჩვენებელია მოქალაქეების მიმართ“, – განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, „ევროპულ საქართველოს“ სურს დაისახოს ამოცანა მთავრობის მიმართ წნეხი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ იყოს ვადამდელი არჩევნების მიღწევისთვის, ლეგიტიმური, მშვიდობიანი ფორმით:
„როცა ამის შანსი გვექნება, ამას სჭირდება სიცხადე ქვეყნის შიგნთაც და გარეთაც, როგორს ჩვენი საზოგადოების ასევე საერთაშორისო მეგობრების წინაშე, რომ არალეგიტიმურად მიგვაჩნია ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება. როცა შენ თვითონ საბაბს ეძებ თუ რატომ უნდა იყო პარლამენტში და სულელურ საბაბებს, ეს ამას ნამდვილად არ ეხმარება“.
ფრაქციას „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ჰქონდა გამოცხადებული. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ფრაქციამ ბოიკოტი შეწყვიტა.


