Accentnews.ge
"ბათუმის ვადაგასული საკრებულოს მიერ კორუფციული ბიუჯეტის მიღებას ყველა ფორმით შევუშლით ხელს"

"ბათუმის ვადაგასული საკრებულოს მიერ კორუფციული ბიუჯეტის მიღებას ყველა ფორმით შევუშლით ხელს"

23/11/2021 09:04:09 პოლიტიკა

ენმ-ს წევრი, ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას ოპოზიციური საკრებულოს დაშლა აქვს გადაწყვეტილი, რასაც ხელს შეუშლიან.

"ოცნება" ბათუმის მერის, რიგითი ჩიქოვანის გადასარჩენად მორიგ სპეცოპერაციას ატარებს. "ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს, დაშალოს ოპოზიციური საკრებულო, ოღონდ ამასთან ერთად, მათ არ უნდათ, რომ ბათუმში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და მოიფიქრეს შემდეგი გამოსავალი: ვადაგასულ საკრებულოს ყოველგვარი წესის, კანონის, მორალის და სამართლიანობის გარეშე მიაღებინონ 2022 წლის ბიუჯეტი. ზეგ ჩატარდება ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელიც მიიღებს 2022 წლის ბიუჯეტს და წავა სახლში, ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველაფრით ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას", - აცხადებს კირთაძე.

2021 წლის არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა 7 მუნიციპალიტეტის საკრებულოში (წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის) დაკარგა. ენმ-ს წევრის, ანა წითლიძის თქმით, მმართველი პარტია არალეგიტიმური გზით ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობს ზუგდიდშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S