"სამოქმედო გეგმას კვირის ბოლოს დავდებთ"
23/11/2021 14:43:45 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია საზოგადოებას სამოქმედო გეგმას კვირის ბოლოს გააცნობს.
მისი თქმით, გეგმა დეტალურად იქნება გაწერილი:
"კვირის ბოლოს მეგობრებთან ერთად ჩვენ კონკრეტულ გეგმას დავდებთ. საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის გაწერილი. მისხალ-მისხალ გეგმით, რამდენადაც შესაძლებელია სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს".


