"ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი"
23/11/2021 18:22:18 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის საინტერესო არ არის, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი. ამის შესახებ მან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
"კარგად მოგვეხსენებათ, რომ ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის – ევროპასა და აშშ-ში. მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერ–მინისტრისთვის, აბსოლუტურად უინტერესოა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ როცა ენმ იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ მეგობართა კლუბები, მათ შორის– აშშ-ში, ევროპაში, ევროპარლამენტარებს და კონგრესმენებს ვგულისხმობ, ასევე, სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ექსპერტებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის საინტერესო, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.


