Accentnews.ge
"ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ"

"ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ"

23/11/2021 19:42:32 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგი ქვეყანაში სადღეისოდ არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრეა.

"მიმდინარე ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური – დამაზიანებელი ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. აი, ეს ლიბერალური დამოკიდებულება, ლიბერალური პოლიტიკა. მე ზოგადად ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრე ვარ, ეს ერთი. გვაჩვენა ეს ჩვენ პრაქტიკამ, შედეგებმა, სტატისტიკამ, რომ კატასტროფული მდგომარეობა არსებობს, მით უმეტეს – ახალგაზრდებში. წარმოვადგინოთ, ერთის მხრივ, განზოგადებულად, შეიძლება, უტრირებას ვახდენ, მაგრამ მოსახლეობას რომ ავუხსნათ ძალიან მარტივად, კაცი არის სოციალურად დაუცველი, ყოველთვიურად იღებს დახმარებას, შემდეგ ამ დახმარების დიდი ნაწილი მიდის და კარგავს, ჩუქნის ონლაინ კაზინოს და მესამე, ნარკოტიკების მომხმარებელია. პირობითად ვიძახი. განზოგადებულ უბედურ შემთხვევას ვამბობ. ამის არა ერთი მაგალითი მე მსმენია. ეს, რა თქმა უნდა, არის ტრაგედია. ამას სჭირდება რეალური ქმედება, თან სასწრაფოდ. ჩარევა სჭირდება", – განაცხადა ღარიბაშვილმა "პირველი არხის" ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, "როგორ უნდა დავეხმაროთ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს?", პრემიერ–მინისტრმა შემდეგი განაცხადა:

"შრომა,შრომა და შრომა. უნდა დავაწყებინოთ მუშაობა ამ ადამიანებს და მათი რეალური რესურსები, უნარები უნდა მივმართოთ განვითარებისკენ, აღმშენებლობისკენ და არა რაღაც გაუგებარი, არაპროდუქტიულ საქმიანობისკენ. [...] ზოგადად მე ვფიქრობ, ყველაზე კარგი გამოსავალი ამ შემთხვევაში შეიძლება, არის სპორტი, მუშაობა, დასაქმება - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S