Accentnews.ge
"ვიმედოვნებ, სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს"

"ვიმედოვნებ, სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს"

24/11/2021 12:15:41 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის იმ შესაბამის საავადმყოფოში, რომელიც მისთვის მისაღებია.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილი შიმშილობას არ განაახლებს.

„ჩვენ ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის შესახებ. მე მივესალმები სააკაშვილის მხრიდან შიმშილობის შეწყვეტას და ყველას, ვინც ურჩია, შეეწყვიტა პროტესტის ეს ფორმა. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ, ჯანმრთელობა უმთავრესია და არ გვსურს, რომ ვინმე დაიტანჯოს. მე მაქვს დიდი იმედი, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აღარ დაუბრუნდება შიმშილობას მას შემდეგ, რაც ის მიიღებს ყველა საჭირო ჯანდაცვის მომსახურებას რეაბილიტაციის დროს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი არის იმ შესაბამის საავადმყოფოში, რომელიც მისთვის მისაღებია, დათანხმდა გადასვლას და მისთვის დამაკმაყოფილებელია სამედიცინო მომსახურება და ექიმთა პერსონალი. მე მას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და რეაბილიტაციის სწრაფად გავლას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დიდი იმედი მაქვს, რომ ის შიმშილობას არ განაახლებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილი ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც პროვოკაციად აღიქმება. დამიჯერეთ, თქვენ არ გჭირდებათ პროვოკაციები, არ გჭირდებათ მეტი პოლარიზაცია. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, რეფორმები“, - განაცხადა, "იმედის" ცნობით, კალიურანდმა ქართულ საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S