"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი იყოს თავისუფალი და ჯანმრთელი"
24/11/2021 12:41:08 პოლიტიკა
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი იყოს თავისუფალი, რადგან იმსახურებს თავისუფლებას", - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა.
მისი თქმით, იგი ექიმებს და სახალხო დამცველს უსმენს და მათგან განსხვავებული პოზიცია არ აქვს.
„ძალიან მადლობელი ვარ სახალხო დამცველის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილი იყოს თავისუფალი, რადგან იმსახურებს თავისუფლებას და მნიშვნელოვანია, რომ იყოს ჯანმრთელი“, - განაცხადა ალასანიამ.


