Accentnews.ge
"სააკაშვილი არ არის ის ძველებური ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, არავითარი შესვენება"

"სააკაშვილი არ არის ის ძველებური ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით, მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, არავითარი შესვენება"

24/11/2021 13:19:05 პოლიტიკა

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილი ძალიან შეცვლილია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად სუსტად არის და გადაადგილება უჭირს.

"თვალშისაცემია, რომ ადამიანი არის დათრგუნული. იგი არ არის ის ძველებური ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით. მისი ფსიქოლოგიური განწყობა, ძალიან მძიმეა. ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს გადატანილი. ჩემი სურვილია, რომ იგი იყოს თავისუფალი და მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავათავისუფლოთ. სხვა გამოსავალი არ არის. ახლა მე, მაგალითად, გაოგნებული ვარ იცით რით? გუშინ უცებ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის ასეთი განცხადება, რომ თურმე, ნუ იტყვი და აი, ამისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას? ასეთი რამე გაუგია ვინმეს? აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ. მთელი საზოგადოების აქტიურობა არის საჭირო, არავითარი შესვენება", - განაცხადა გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S