Accentnews.ge
სააკაშვილი მისი ვაჟის მოსაზრებას ეხმიანება

სააკაშვილი მისი ვაჟის მოსაზრებას ეხმიანება

24/11/2021 16:27:47 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მორიგი ვიზიტის შემდეგ საზოგადოებას ექსპრეზიდენტის პოზიცია გააცნო მისი ვაჟის –ედუარდ სააკაშვილის მოსაზრების ირგვლივ. ირკვევა, რომ სააკაშვილს ერთ-ერთ საკითხზე შვილისგან განსხვავებული ხედვა აქვს.

„მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, მეთქვა: რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი და ეს ურჩევნიათ, შეიძლება. თვითონ მიშამ მთხოვა, განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები, თავისი პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე, ცხადია, ამ ყველაფერს. თვითონ [მიხეილ სააკაშვილი] არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად, რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია, შვილს ის არ ემიჯნება. პირიქით [მიხეილ სააკაშვილი], ამბობს: „მიხარია, რომ ინტერვიუ მისცა, მიხარია, რომ საკუთარი აზრები გადმოსცა. ეს ის ნაწილია, სადაც მე ასე არ ვხედავ“. ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური პოზიციაა. ერთსაც ჰქონდა ამის გამოთქმის უფლება და მეორესაც კომენტარის გაკეთების უფლება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S